ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ქუთაისში, ხელის ტრაქტორები გადაეცათ. პროექტის მთავარი მიზანი რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერაა. სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ხელშეწყობის მიზნით, ხელის ტრაქტორი, ქუთაისში, 30 მიგრანტს გადაეცა, მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, 88 დაბრუნებულმა მოქალაქემ მიიღო.