საარჩევნო გარემო  - პოლიტიკური ურთიერთბრალდებები

20 ოქტომბერი 2024, 12:01 273 ნახვა

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება. ზუსტად 6 დღეში ამომრჩეველი საკუთარ გადაწყვეტილებას საარჩევნო ყუთთან გააკეთებს - პარალელურად იზრდება პოლიტიკური ტემპერატურა და ურთიერთბრალდებები. გახილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ე.წ პირადობის მოწმობების ამომრჩევლისთვის უკანონოდ ჩამორთმევის საკითხზე ბოლო დროს ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა.

მმართველი პარტია ოპონენტებს კონკრეტული მტკიცებულებების წარმოდგენას სთხოვს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიცია არა არჩევნებისთვის, არამედ არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება, ფონს წინასწარ ამზადებს და საზოგადოებაში ცრუ ინფორმაციას ავრცელებს. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ფაქტებზე არაერთ მტკიცებულებას ფლობენს, თუმცა, გასაჯაროებისგან ჯერ თავს იკავებენ.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი