ქართველმა სამხედროებმა საერთაშორისო შეჯიბრში ოქროს მედლები მოიპოვეს

19 ოქტომბერი 2024, 11:58 248 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების სარდლობის სამხედრო მოსამსახურეები დიდი ბრიტანეთიდან ოქროს მედლებით დაბრუნდნენ. ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა უელსში გამართულ სამხედრო შეჯიბრებაში წარმატებით იასპარეზეს და 35 ქვეყანას შორის საუკეთესო შედეგი აჩვენეს. სამხედრო მოსამსახურეებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის სპეციალური ოპერაციების სარდლობის წარმომადგენლები დახვდნენ.

ბრიტანეთის არმიის ორგანიზებით სწავლება Cambrian Patrol 1959 წლიდან რეგულარულად ტარდება. მის მიზანს სადაზვერვო რაზმების ოპერატიული შესაძლებლობების გაზრდა წარმოადგენს. სამხედრო სწავლება ცნობილია, როგორც სამხედრო ქვედანაყოფების გამძლეობის შესამოწმებელი ურთულესი გამოცდა. ყოველწლიურ წვრთნებს უელსის 160-ე ქვეითი ბრიგადა ხელმძღვანელობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი