ბათუმის “დინამომ” “გაგრა” დაამარცხა

19 ოქტომბერი 2024, 11:56 348 ნახვა

საქართველოს  ეროვნული ლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში ''დინამო'' ბათუმი ''გაგრას'' ახალი მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდა და 3-2 დაამარცხა. ანგარიში მე-11 წუთზე ბალბურდიამ გახსნა და ''დინამო'' წინ გავიდა. მეორე ნახევარში ''დინამოს'' შემადგენლობიდან გოლები ინჯგიამ და მილჩენკომ გაიტანეს. 

საბოლოო ჯამში ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ბათუმელებმა დაძაბული მატჩი 3-2 მოიგეს. ამ დროისთვის ''დინამო'' ბათუმი 45 ქულით მეოთხე ადგილზე იმყოფება და მომდევნო ტურში  27 ოქტომბერს გასვლით შეხვედრაში წყალტუბოს ''სამგურალს'' დაუპირისპირდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი