პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ - რატი ბრეგაძე

19 ოქტომბერი 2024, 09:55 237 ნახვა

პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს.

ბრეგაძის თქმით, პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ და რუსულ ინვესტიციებს ღიად მიესალმებოდნენ, დღეს, რუსეთუმეობას სხვებს აბრალებენ.

"1. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებსაც საქართველოს მოქალაქეობა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებში ოფიციალურად შესვლის გამო შეუწყდათ, დღეს პატრიოტებად ასაღებენ თავს;

 

2. პოლიტიკოსები, რომლებიც აგვისტოს ომის შემდგომ რუს ტურისტებს საზღვართან მომღიმარი სახეებით ხვდებოდნენ, რუსულად მადლობას უხდიდნენ საქართველოში ჩამობრძანების გამო და რუსულ ინვესტიციებს ღიად მიესალმებოდნენ, დღეს რუსეთუმეობას აბრალებენ სხვებს;

 

3. პენიტენციური სასაკლაოს შემოქმედნი დღეს ციხეში ადამიანის უფლებებზე მსჯელობენ;

 

4. ბიზნესის რეკეტიორები ბიზნესის თავისუფლებას იწუნებენ;

 

5. „ჯარში მსახური-მონობაა-ს” პროპაგანდისტები, ფულის სანაცვლოდ ჯარისგან გამთავისუფლებელი ვითომ „პრადვინუტი” „ლიბერალები” და სამხედრო ვიდეოთამაშების ლომები დღეს სამხედროებში ვაჟკაცობისა და გამბედაობის დეფიციტზე ლაპარაკობენ.

 

პროპაგანდაც ასეთი უნდა, გებელსსაც კი შეშურდებოდა მათი და დღეს ალბათ საფლავში ბრუნავს, მაგრამ მათ ერთი რამ ავიწყდებათ, რომ დეზინფორმაცია ბოროტებაა და მარცხისთვისაა განწირული. ესეც ჩაივლის, მშვიდობაც იქნება და ერთიანი საქართველო ევროკავშირის ღირსეული წევრი იქნება“, – აცხადებს რატი ბრეგაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი