ალბანეთი ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს

18 ოქტომბერი 2024, 11:32 409 ნახვა
 

21 ოქტომბერს ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტარტს ჭიდაობაში 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატი აიღებს. შეჯიბრებაში ჯერ ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეებს ვიხილავთ.

საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა:

  • 55 კგ - თამაზ ღლონტი;
  • 60 კგ - ფრიდონ აბულაძე;
  • 63 კგ - რომეო ბერიძე;
  • 67 კგ - დიეგო ჩხიკვაძე;
  • 72 კგ - გიორგი ჩხიკვაძე;
  • 77 კგ - თემურ ორჯონიკიძე;
  • 82 კგ - დათა ჩხაიძე;
  • 87 კგ - აჩიკო ბოლქვაძე;
  • 97 კგ - ლაშა ტვილდიანი;
  • 130 კგ - გიორგი ცოფურაშვილი.

25 ოქტომბრიდან კი ხალიჩაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეები იასპარეზებენ.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში