საქართველოს ნაკრების მეტოქეები 13 დეკემბერს გამოვლინდებიან

17 ოქტომბერი 2024, 10:35 418 ნახვა
 

ევროპის ნაკრებებისთვის 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2024 წლის 13 დეკემბერს გაიმართება და საქართველოს ნაკრების მეტოქეები გამოვლინდებიან.

წილისყრის შედეგად შეიქმნება 12 ჯგუფი. ჯგუფების გამარჯვებულები მსოფლიო ჩემპიონატზე პირდაპირ მოხვდებიან, მეორეადგილოსნები კი პლეი ოფში მიიღებენ მონაწილეობას. 

წილისყრის კალათების საბოლოო მდგომარეობა ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა ამ ეტაპისთვის გარკვეულია, რომ საქართველოს ნაკრები მესამე კალათაში იქნება.

მსოფლიო ჩემპიონატი კანადაში, აშშ-სა და მექსიკაში 2026 წლის 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი