სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამ განცხადებას ეთანხმებიან მმართველ გუნდში. სადაც მიაჩნიათ, რომ სწორედ ოპოზიციის ინტერესშია წინასაარჩევნოდ სიტუაციის დაძაბვა.
ხელისუფლების ოპონენტებს კი მიაჩნიათ, რომ მხოლოდ მმართველ გუნდს შემოაქვს ქვეყანაში დეზინფორმაცია. პრემიერ მინისტრის თქმით კი სუს-მა საზოგადოებას მნიშვნელოვანი ინფორმაცია წარუდგინა.