პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ოპოზიცია, არჩევნების შემდეგ, 2020 წლის სცენარის გამეორებას აპირებს. საუბრობს ბოლო პერიოდში გახშირებულ პროვოკაციებზე ოპოზიციის მხრიდან, რომლითაც როგორც ამბობს, "ქართული ოცნების" გამოწვევა სურთ.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით ეუთო/ოდირიც ადასტურებს, რომ წინასაარჩევნო პროცესი არსებითად თავისუფალია ძალადობის, მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, დარღვევებს კი მხოლოდ იზოლირებული ინციდენტების სახე აქვს.