რუსმა სამხედროებმა უკრაინელი ტყვეები დახვრიტეს

13 ოქტომბერი 2024, 17:44 324 ნახვა

რუსებმა კურსკის ოლქში 9 უკრაინელი ტყვე დახვრიტეს. უკრაინული მედიაპროექტი Deepstate 10 ოქტომბრით დათარიღებულ სატელიტით გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. ანალიტიკოსების მონაცემებით, შემთხვევა დასახლება ზელიონი შლიახის რაიონში მოხდა, სადაც რუსი სამხედრო დანაყოფები იმ დღით შევიდნენ.

ომბუდსმენის განცხადებით ასეთი ქმედება არის ჟენევის კონვენციის უხეში დარღვევა. საგარეო საქმეთა მინისტრი კი საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს და მათგან მკაცრ რეაგირებას ითხოვს. რუსულ მხარეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი