საქართველოსთან ფრე ლოგიკური იქნებოდა, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა - უკრაინის ნაკრების მწვრთნელი

13 ოქტომბერი 2024, 10:50 314 ნახვა

უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა, რადგან ქართველებს მეტი, თანაც უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა, - ამის შესახებ უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა, იური ბენიომ ერთა ლიგაში საქართელოს ნაკრებთან გამართულ მატჩზე განაცხადა.

„მთავარი შედეგია, რაც ჩვენი ნაკრების მდგომარეობის გათვალისწინებით სასურველი აღმოჩნდა. შესაძლოა, უფრო ლოგიკური ფრე იქნებოდა, რადგან ქართველებს მეტი, თანაც უკეთესი საგოლე შანსები ჰქონდათ, მაგრამ ბედმა გაგვიღიმა. ბიჭებმა ეს თავდადებითა და ბრძოლით დაიმსახურეს.

 

მოედანმა ფეხბურთის ჩვენებაში ხელი ორივე გუნდს შეუშალა, რადგან გაზონის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებდა და ფეხბურთელები ძალიან დაზარალდნენ. თუმცა, ჩვენმა მოთამაშეებმა ეს ბარიერიც გადალახეს. წინა ორ თამაშთან შედარებით, უკრაინის ნაკრები სრულიად განსხვავებული გუნდი იყო.

 

პირველივე წუთებიდან ცხადი გახდა, რომ მეტოქის „მოგუდვას“ ვცდილობდით და შეტევების წამოწყების საშუალებას არ ვაძლევდით. ეს ქართველებს აიძულებდა, გრძელი პასებით ეთამაშათ, რომელსაც ადვილად ვჭრიდით. აქტიურად, მაღალი პრესინგით მოწინააღმდეგეს ბურთი ბევრჯერ ავართვით და გოლიც ასე გავიტანეთ“, – განაცხადა მწვრთნელმა.

საქართველო-უკრაინის თამაში 0:1 დასრულდა. ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უკრაინას პოზნანში შეხვდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში