ქართველ ხალზე როგორ შეიძლება, გქონდეს წარმოდგენა, რომ მხარს დაუჭერს პარტიათა ჯგუფს, რომლებიც უცხოეთის ინტერესებით იმოქმედებენ - პაპუაშვილი

12 ოქტომბერი 2024, 20:46 205 ნახვა

ქართველ ხალზე როგორ შეიძლება, გქონდეს ისეთი წარმოდგენა, რომ მხარს დაუჭერენ იმ პარტიათა ჯგუფს, რომლებიც ამბობენ, რომ არა ქართველი ხალხის ინტერესებით, არამედ უცხოეთის ინტერესებით იმოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, არჩევნებში „ქართული ოცნებას“ ყოველ ჯერზე რამდენი მანდატის მოლოდინიც ჰქონდა, ეს მოლოდინი გამართლდა.

„კვლევებთან და ყველაფერთან ერთად ჩვენ ვეყრდნობით, მათ შორის, გამოცდილებას. თქვენ გახსოვთ, 2020 წელს გიორგი ვაშაძე როგორ ემზადებოდა პრემიერ-მინისტრობისთვის. თავისი ტრიბუნით დადიოდა და უნდოდა პრემიერ-მინისტრი გამხდარიყო, ბოლოს მიიღო, თუ არ ვცდები, 3%. თქვენ გახსოვთ, ხაზარაძე როგორ ემზადებოდა იმისთვის, რომ მოსულიყო ხელისუფლებაში და თავისი ვალები ჩამოეწერა, რადგან ამისთვის სჭირდება მას ხელისუფლება და როგორ მიიღო მან 3%, ამასაც ხომ ვუყურებთ საერთო ჯამში?! ყოველ ჯერზე, ბაქიბუქობენ და ყოველ ჯერზე ვხედავთ, რა არის მათი რეალური შედეგი. რაც შეეხება „ქართულ ოცნებას,“ ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ვთქვით, თუ რა იყო ჩვენი მოლოდინი მანდატების მიმართებით, ყოველ ჯერზე, ეს გამართლდა და ზუსტად ამ მოლოდინით შევდივართ ჩვენ ამ არჩევნებში. როგორ შეიძლება, ქართველ ხალზე გქონდეს ისეთი წარმოდგენა, რომ მხარს დაუჭერენ იმ პარტიათა ჯგუფს, რომლებიც ამბობენ, რომ არა ქართველი ხალხის ინტერესები, არამედ უცხოეთის ინტერესებით იმოქმედებენ, რასაც ეტყვიან გარედან. ვინც არ უნდა უთხრას, ევროპა რომ იყოს, აშშ, ვინც არ უნდა იყოს, როგორ შეიძლება იძახდე, რომ გინდა ქვეყნის სათავეში მოსვლა და ეუბნებოდე, რომ უცხო ქვეყნის ნათქვამზე იმოქმედებ. ასე რომ, ეს არის ჩვენი მოლოდინი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი