საარჩევნო უბანი სტრასბურგში - პასუხი პრეზიდენტს

12 ოქტომბერი 2024, 14:54 236 ნახვა

გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოწოდებასაც გამოეხმაურა სადაც საუბარია ქალაქ სტრასბურგში საარჩევნო უბნის გახსნასთან დაკავშირებით. ცესკოს თავმჯდომარის თქმით  ინსტიტუცია ხელმძღვანელობს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით და არა პრეზიდენტის ან რომელიმე სხვა ინსტიტუციის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარემ მანიპულაციური უწოდა განცხადებებს იმის თაობაზე თითქოს არის იმის სივრცე, რომ სტრასბურგში გაიხსნას საარჩევნო უბანი და ცენტრალური საარჩევნო კომისია ამას არ აკეთებს. კალანდარიშვილის თქმით, სადაც კი იყო დამატებითი საარჩევნო უბნის გახსნის შესაძლებლობა, ცესკომ მიიღო სათანადო ზომები.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი