კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ბრიფინგი 

11 ოქტომბერი 2024, 10:54 260 ნახვა

კოალიცია ‘’ძლიერი საქართველო’’ გარემოს ეროვნულ სააგენტოს მოუწოდებს ბათუმში კუნძულის მშენებლობის ფარგლებში კომპანია ‘’ამბასადორი ბათუმი აილენდის’’ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის ანგარიში გაასაჯაროვოს. ასევე მიმართავს საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს, ამ ვალდებულებების შესრულებამდე არ გასცეს ტერიტორიაზე ცათამბრჯენების მშენებლობის ნებართვა.

კოალიციის  ინფორმაციით, ბათუმის კუნძულის მშენებლობა აჩენს კორუფციის რისკებს და ეკოლოგიურ საფრთეებს. დღეს გამართულ ბრიფინგზე კოალიციის წევრებმა განმარტეს, რომ ასევე იკვეთება საჯარო უწყებაში ინტერესთა შეუთავსებლობა.

მათივე ინფორმაციით, ჯერ იმ დამატებითი კვლევების შედეგიც არაა ცნობლი, რომელიც სააგენტომ კომპანიას აგვისტოში დაავალა, ამ ფონზე კი კომპანია ნახევრად მშენებარე კუნზულზე 5 ცათამბრჯენის მშენებლობის ნაბართვას ითხოვს.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი