ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის სარაკეტო თავდასხმაზე შურისძიება იქნება "ლეტალური, ზუსტი და მოულოდნელი".
ირანმა ისრაელს 1-ელ ოქტომბერს საღამოს 180 ბალისტიკური რაკეტა ესროლა. მათი უმეტესობა ისრაელის ძალებმა ჩამოაგდეს. დაიღუპა ერთი და დაშავდა 2 ადამიანი.