საქართველოს ეროვნული ნაკრები უკრაინასთან გასამართი შეხვედრისთვის ემზადება

10 ოქტომბერი 2024, 11:01 344 ნახვა

საქართველოს ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გასამართ შეხვედრამდე „ჯვაროსნებმა“ პოზნანში სრული შემადგენლობით ივარჯიშეს. 

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი გველესიანი ინდივიდუალური პროგრამით ემზადებოდნენ. 

უკრაინის ნაკრებთან მატჩი ხვალ 11 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება, ხოლო ალბანეთის წინააღმდეგ ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ითამაშებს.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში