თორნიკე რიჟვაძე სადამკვირვებლო მისიას შეხვდა

09 ოქტომბერი 2024, 18:40 304 ნახვა

თორნიკე რიჟვაძე ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელ ოუენ მერფის შეხვდა. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა მშვიდობიანი და სტაბილური წინასაარჩევნო გარემოს შენარჩუნების მნიშვნელობას. მხარეებმა დაადასტურეს სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა და განიხილეს აჭარაში წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობა.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არჩევნები ჩატარდეს საერთაშორისო, უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი