ეკონომიკური ფორუმი

09 ოქტომბერი 2024, 14:08 285 ნახვა

„საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკა, ენერგოუსაფრთხოება და განახლებადი ენერგია“ - ამ სახელწოდებით ეკონომიკური ფორუმი გაიმართა. მონაწილეებს სიტყვით მიმართა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა გამოსვლაში ხაზი გაუსვა ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას ქვეყნის განვითარებისთვის. მისი შეფასებით, ენერგეტიკული პოლიტიკა ის მიმართულებაა, რომელიც საფუძვლად უდევს როგორც ქვეყნის სწორ ეკონომიკურ პოლიტიკას, ისე ქვეყნის უსაფრთხოებას. 

მისი თქმით, კვლავ აქტუალურია ენერგეტიკაში კიდევ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვა და მეტი ინვესტორის დაინტერესება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი