ოპოზიციის კონსულტაციები სალომე ზურაბიშვილთან 

09 ოქტომბერი 2024, 10:11 263 ნახვა

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ე.წ. „ტექნიკური მთავრობის“ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციები დღესაც გაგრძელდება.

დღეს ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან შესახვედრად პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერები მივლენ.ე.წ. ტექნიკური მთავრობის შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით პრეზიდენტსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის კონსულტაციების პროცესი 7 ოქტომბერს დაიწყო. პრეზიდენტს უკვე „კოალიცია ცვლილებისთვის“, "ძლიერი საქართველოსა", და "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები შეხვდნენ.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას უკვე შერჩეული ჰყავს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, რომელსაც „საზოგადოების მაღალი ნდობა გააჩნია“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი