მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი წნორში

07 ოქტომბერი 2024, 09:20 252 ნახვა

მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასრულდა წნორში. მოეწყო კომბინირებული - მინი ფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით.

მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის, კომპლექსი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობისა და გაგრილების სისტემებით და სრულად არის  ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2  მილიონზე მეტი ლარით დაფინანსდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში