არ ვაპირებთ, ვაპატიოთ ზურაბიშვილს კონსტიტუციის თავზე გადახევა - მამუკა მდინარაძე

07 ოქტომბერი 2024, 12:45 252 ნახვა
 

არ ვაპირებთ, ვაპატიოთ ზურაბიშვილს კონსტიტუციის თავზე გადახევა, საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ის იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურის ხელახლა აღძვრას ეხმიანება.

მდინარაძის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა მილიონზე მეტია დამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა.

„სალომე ზურაბიშვილმა მოატყუა და გადააგდო (ჟარგონისთვის უკაცრავად) მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი, რომელმაც მას, ჩვენი თხოვნით, მხარი დაუჭირა. ახლა თამამად შეგვიძლია, მივმართოთ თითოეულ მათგანს – ჩვენ არ ვაპირებთ, ვაპატიოთ ზურაბიშვილს თქვენი გადაგდება და საქართველოს კონსტიტუციის თავზე გადახევა. საკონსტიტუციო უმრავლესობით გამარჯვების შემდეგ ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი, არამედ გადაყენებული პრეზიდენტი.

პ. ს. შალვა პაპუაშვილის ბრიფინგის მიმდინარეობისას ნაცმედიის მიერ გახმოვანებული, პირველივე საწინააღმდეგო არგუმენტი, ბოლშევიკური აღმოჩნდა: მათი აზრით, თურმე მიზანი ამართლებს საშუალებას და დასავლეთთან ურთიერთობა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე და ქვეყნის შეურაცხყოფაზე გადის. პირიქით, მხოლოდ მშვიდობით, მხოლოდ ღირსებით, მხოლოდ კეთილდღეობით, მხოლოდ ევროპისკენ“, - წერს მამუკა მდინარაძე.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი