ყველა მხარემ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა დაიცვას უდანაშაულო მოსახლეობა - სტეფან დუჟარიკი ახლო აღმოსავლეთზე

05 ოქტომბერი 2024, 13:41 270 ნახვა

უდანაშაულო ადამიანების დასაცავად ყველა მხარემ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, - ამის შესახებ, გაეროს გენერალური მდივნის სპიკერმა, სტეფან დუჟარიკმა ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით განაცხადა.

გენერალური მდივანი შეშფოთებულია რეგიონში მზარდი მსხვერპლით სამოქალაქო პირებს შორის - ეს რიცხვი ტოტალურად მიუღებელია.

 

ყველა მხარემ უნდა გააკეთოს მაქსიმუმი, რათა დაიცვას უდანაშაულო მოსახლეობა", - განაცხადა სტეფან დუჟარიკმა.

ახლო აღმოსავლეთში ვითარება, კვლავ, დაძაბულია.

ისრაელი, ჩრდილოეთ ლიბანში ოპერაციას და სარაკეტო იერიშებს განაგრძობს. ევაკუირებულია ათობით სოფელი, მილიონობით მოქალაქემ ქვეყანა დატოვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი