იურიდიული კომიტეტი სისხლის სამართლის კოდექსის 273-ე მუხლში შესატან ცვლილებებს განიხილავს, რომელიც ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გასაღებისთვის საზოგადოებრივ შრომას ან თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით ითვალისწინებს. ცვლილებები შევა ადმინისტრაციულ კოდექსშიც. იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის თქმით, ცვლილებების მიზანია შემსუბუქდეს სასჯელი ნარკოტიკული საშუალების მოხმარებაზე, თუმცა რეგულაციები გამკაცრდება გასაღებაზე.