სალომე ზურაბიშვილისა და ემანუელ მაკრონის შეხვედრა

03 ოქტომბერი 2024, 17:58 280 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საფრანგეთის პრეზიდენტს შეხვდა. აუდიენცია ელისეს სასახლეში გაიმართა. მანამდე კი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში ევროკომისიის და  ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს შეხვდა.

რასაც მხარეები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.  ურსულა ფონ დერ ლაიენი, წერს, რომ მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები "გადამწყვეტი გამოცდა" იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის.

შარლ მიშელი კი ამბობს, რომ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მხოლოდ საქართველოში ქართველმა ხალხმა უნდა მიიღოს.

სალომე ზურაბიშვილმა კი ამბობს, რომ ამ გადამწყვეტ მომენტში ევროპული მხარდაჭერა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი