ბორჯომის ცენტრალურ პარკის მიმდებარე ტერიტორია და ცენტრალური ისტორიული პარკი განახლდება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ხიდებს და დამონტაჟდება დამცავი ჯებირები. მოეწყობა გასართობი, საბავშვო და სპორტული სივრცეები.
ასევე დაემატება მწვანე ნარგავები, განახლდება საფეხმავლო ბილიკები და ამორტიზირებული გასართობი ატრაქციონები გამოიცვლება ახალი თანამედროვე ანალოგებით. პარკი სრულად ადაპტირებული იქნება.
პროექტი ქალაქებისა და კურორტების განვითარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში განხორციელდება და მისი საორიენტაციო ღირებულება 35 მილიონი ლარი იქნება.