სადამკვირვებლო ორგანიზაციათა ევროპული ქსელი ენემო 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას აგზავნის. სადამკვირვებლო მისიის ძირითადი გუნდი 7 წევრისგან შედგება, ასევე 8 გრძელვადიანი დამკვირვებლისგან, რომლებიც 4 ჯგუფად საქართველოს სხვადასხვა რეგიონში გადანაწილდებიან წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვების მიზნით. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი მისიის ხელმძღვანელის თქმით, დამატებით კიდევ 80 დამკვირვებელი შეუერთდებათ.
სადამკვირვებლო ორგანიზაცია არჩევნების დაკვირვების შემდეგ წინასწარ ანგარიშს საზოგადოებას არჩევნების მეორე დღეს წარუდგენს. საბოლოო ანგარიში კი არჩევნებიდან არაუგვიანებს ორ თვეში გამოქვეყნდება.
მისიის ხელმძღვანელმა უპასუხა რამდენიმე დღის წინ, უმრავლესობის ლიდერის, გივი მიქანაძის მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ენემოს მთავარი ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ისფედის ყოფილი დირექტორი ელენე ნიჟარაძეა, მისიის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნიჟარაძე არ არის მისიის ნაწილი და ის ვერ იქნება დამკვირვებელი იმ არჩევნებზე, რომელიც მის ქვეყანაში ტარდება. ამბობს, რომ მათი სადამკვირვებლო ორგანიზაცია არაერთ არჩევნებს აკვირდება და არასდროს მათი ანგარიში არ ყოფილა კითხვის ნიშნის ქვეშ.