საქართველოს რკინიგზა თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს

01 ოქტომბერი 2024, 14:25 172 ნახვა
 

გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 5, 7, 12, 14, 19, 21, 26, 28 ოქტომბერს თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით რეისებს ამატებს - აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

"მატარებლების მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით; საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში