ტურისტული ფესტივალი “ესტუმრე ქედას”

28 სექტემბერი 2024, 14:53 108 ნახვა

"ესტუმრე ქედას" - მსოფლიო ტურიზმის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება იმართება ქედაშიც.  ფრიდონ ხალვაშის სახელობის ცენტრალურ პარკში მოეწყო საგამოფენო სივრცე, სადაც ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციაა წარმოდგენილი.

ასევე,  ღვინის ტურიზმისა და ტრადიციული კერძების თემატური კუთხეები, სადაც სხვადასხვა მასტერკლასი ტარდება. დაგეგმილია გასართობი აქტივობები. დღის ბოლოს გაიმართება კონცერტი, სადაც ადგილობრივ ანსამბლებთან ერთად, მოწვეული ბენდები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიება ქედის მერიის მხარდაჭრითა და შპს ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის ორგანიზებით ტარდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში