გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ისრაელის შეჩერება მოითხოვეს

28 სექტემბერი 2024, 12:00 77 ნახვა

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ უნდა ვაიძულოთ შეჩერდეს, რადგან ის რეგიონს ფართომასშტაბიან  ომამდე მიიყვანს. გაეროს უშიშროების საბჭოს ამ სიტყვებით მიმართა იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღითიდღე იზრდება რეგიონის ომში ჩათრევის საშიშროება. შეაჩერეთ ეს საფრთხე, სანამ გვიან არ არის... დაიცავით რეგიონი და მსოფლიო მისი აგრესიის შედეგებისგან, რომელიც არ გაჩერდება ახლო აღმოსავლეთის  საზღვრებთან“ - განაცხადა აიმან საფადიმ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, განაცხადა, რომ საჰაერო თავდასხმებმა გაზარდა სიტუაციის კონტროლიდან გამოსვლის რისკი და რომ  ისრაელ-პალესტინას შორის გრძელვადიანი მშვიდობა მხოლოდ ორი სახელმწიფოს გადაწყვეტით მიიღწევა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში