ბათუმში კაცი დაჭრეს. შემთხვევა ცოტა ხნის წინ გამსახურდიას ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება მანქანის გაჩერების გამო დაიწყო.
დაშავებული სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა.
შემთხვევის ადგილას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არიან მობილიზებული, ტერიტორია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებას გულისხმობს.