საქართველოში დაიწყო ევროპის სასკოლო სპორტის კვირეული, რომელსაც, ტრადიციულად, ჩვენი რეგიონიც შეუერთდა. შეჯიბრება სპორტის რვა სახეობაში: მაგიდის ჩოგბურთში, ფრენბურთში, ხელბერთში, ფრენბურთში, ფეხბურთში, გეზრბენში, კალათბურთში, ბადმინტონში და მხიარულ სტარტებში გაიმართება.
სასკოლო სპორტის კვირეულში აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლა იქნება ჩართული.
სპორტის სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებულები კი, საქართველოს ჩემპიონობისთვის იბრძოლებენ.