შავშეთის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება დაიწყო.
სამუშაოები ერისთავის ქუჩიდან ანდრონიკაშვილის ქუჩის მიმართულებით და ბაქოს ქუჩიდან ე.წ. მანთაშევის სარკინიგზო გადასასვლელამდე მონაკვეთში ხორციელდება.
გათვალისწინებულია გზის ერთ კილომეტრამდე მონაკვეთის კეთილმოწყობა და კორდის დაგება.
პროექტის ფარგლებში, ერისთავიდან - ანდრონიკაშვილის ქუჩამდე უკვე მოეწყო სანიაღვრე სისტემა, ბორდიური და ტროტუარი. რეაბილიტირდა გარე განათების სისტემა.
პარალელურად დარჩენილ მონაკვეთზე მიმდინარეობს სანიაღვრე არხის მოწყობა. შავშეთის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 9 324 299 ლარია გათვალისწინებული.