აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის შეჯამება

26 სექტემბერი 2024, 14:08 236 ნახვა

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ამერიკის შეერტებულ შტატებში დასრულებულია. გაიმართა  ორმხრივი შეხვედრები და  გაჟღერდა მთავარი გზავნილები მოკავშირეებისთვის და პარტნიორებისთვის გაეროს მაღალი ტრიბუნიდან. 

საქართველოს  ოკუპირებული ტერიტორიები, საქართველოსთან ეკონომიკური თანამშრომლობა,  მოკავშირეებთან  და პარტნიორებთან ურთიერთობის გაღრმავება, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, საქართველოს როლი რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხში - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომლებზეც  პრემიერ-მინისტრმა ვიზიტის ფარგლებში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიაზე  სიტყვით გასვლისას ისაუბრა.  ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო უამრავი  გამოწვევის წინაშე დგას და ამ ფონზე ხელისუფლება  აკეთებს ყველაფერს მშვიდობისა და სტაბილურობის  შესანარჩუნებლად.

ირაკლი კობახიძე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა და მას არასერიოზული უწოდა. პრემიერის გამოსვლა შეაფასეს  დელეგაციის წევრებმა და ხაზი გაუსვევს  საქართველოსა და ამერიკას შორის პარტნიორულ თანამშრომლობას. 

აშშ-ში საქართველოს ელჩის  განმარტებით, ბაიდენის ადმინისტრაციის უარი მიწვევასთან დაკავშირებით ორივე ქვეყნისთვის დამაზიანებელია  და  საქართველო დიალოგისთვის  მზად არის.  

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში