რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა დონალდ ტრამპმა პენსილვანიის შტატში გამართული წინასაარჩევნო კამპანიის დროს მხარდამჭერებს ვადამდე კენჭისყრაში მონაწილეობისკენ მოუწოდა და ხმის მიცემის გაწელილი პერიოდი გააკრიტიკა.
ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსაც მიმართა და უთხრა, რომ იგი გათავისუფლებულია თანამდებობიდან და უნდა წავიდეს. დონალდ ტრამპი მოულოდნელად ეწვია ადგილობრივ სასურსათო მაღაზიასაც. დასაქმებულებს თანაგრძნობა გამოუთქვა ინფლაციის გამო, რომელშიც მან თავისი დემოკრატი კონკურენტი კამალა ჰარისი დაადანაშაულა. თუ ჰარისი ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, მაშინ არა მარტო თქვენი მაღაზია, არამედ მთელი ქვეყანა გაკოტრდება - განუცხადა მათ ყოფილმა პრეზიდენტმა ტრამპმა.
პენსილვანიაში, შვიდიდან ერთ-ერთ გადამწყვეტ შტატში, ჰარისმა შეინარჩუნა თავისი 4-ქულიანი უპირატესობა.