ხულოს მუნიციპალიტეტში მეფუტკრე ფერმერებისთვის სკების გადაცემის პროცესი დაიწყო. აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს აგროსერვის ცენტრი „მეფუტკრეობის განვითარების ხელშეწყობა“ - ქვეპროგრამის ფარგლებში ფერმერებს სკებს 70%იანი თანადაფინანსებით გადასცემს.
მეფუტკრეობის დარგის განვითარების პროექტი ფუტკრის ოჯახების გამრავლებისა და ამორტიზირებული სკების ჩანაცვლების მიზნით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ხორციელდება და ჯამში 2000 სკა გადაიცემა.