აჭარის უმაღლესი საბჭო, ბოლო წლების განმავლობაში, ახორციელებს სწორ საკანონმდებლო პოლიტიკას, რაც მოსახლეობის კეთილდღეობაზე დადებითად აისახება - დავით გაბაიძე

22 სექტემბერი 2024, 13:39 306 ნახვა

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, დავით გაბაიძის განცხადებით, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში, ახორციელებს სწორ საკანონმდებლო პოლიტიკას, რაც უზრუნველყოფს არსებული გამოწვევების დაძლევას და დასახული მიზნების მიღწევას.

დავით გაბაიძის განცხადებით, რეგიონში არსებული საკანონმდებლო, ეკონომიკური თუ სოციალური პოლიტიკა, სრულად გამომდინარეობს მოსახლეობის საჭიროებებიდან.

„აჭარის ავტონომიური რესუბლიკის უმაღლეს საბჭოს აქვს ორი ძირითადი ფუნქცია - ადგილობრივი მნიშვნელობის კანონების მიღება და მთავრობის ფორმირება და კონტროლი. საკანონმდებლო საქმიანობა ხორციელდება ავტონომიისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების ფარგლებში და ესაა ადგილობრივ კონსტიტუციაზე მუშაობა, ადგილობრივი კანონმდებლობის შექმნა, ადგილობრივი ქონების მართვასა და განკარგვასთან დაკავშირებული კანონმდებლობის მიღება, ასევე მიწის, წყლის, ტყის მართვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება, ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირება, ასევე, მთავრობის ფორმირებასა და მის კონტროლთან დაკავშირებული საკითხები და სხვა.

 

ბოლო წლებში, გვაქვს ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპი, რამაც მოგვცა ჯანმრთლობის დაცვის, სოციალური, განათლების, სხვა პროგრამებისა თუ პროექტების დაფინანსების გაზრდის შესაძლებლობა.

 

თუ კი, ეკონომიკური ზრდის არსებული ტემპი შენარჩუნდება, რისი რეალური პროგნოზიც გვაქვს, უახლოეს მომავალში, აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტი მიაღწევს მილიარდიან ნიშნულს და ბუნებრივია, კიდევ უფრო, გაიზრდება მასში ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებების დაფინანსება. აჭარის უმაღლესი საბჭო, ბოლო წლების განმავლობაში, ახორციელებს სწორ პოლიტიკას, რაც მოსახლეობის კეთილდღობაზე დადებითად აისახება“, - აღნიშნა დავით გაბაიძემ

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი