ლიტერატურული ფესტივალი "ზე-კართან" გრძელდება

20 სექტემბერი 2024, 18:07 178 ნახვა

საერთაშორისო  ლიტერატურული ფესტივალი " ზე- კართან" შუახევის მუნიციპალიტეტში გაგრძელდა. სოფელ საფუთკრეთში ტარიელ ფუტკარაძის სახელობის შუბნის საჯარო სკოლაში სხვადასხვა თემაზე ლექციები ჩატარდა.

ფესტივალის მონაწილეებს ასევე საშუალება ჰქონდათ სხვადასხვა ავტორს გაცნობოდნენ. ფესტივალი " ზე-კართან" ხვალ ხულოს მუნიციპალიტეტში დაიხურება. ლიტერატურული ფესტივალი აჭარის განათლებისა და კულტურის სამინისტროს გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია. ფესტივალი 2013 წელს დაფუძნდა და ყოველწლიურად ტარდება.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი