ექვსი მატჩით დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის პირველი ტური, რომელიც განახლებული ფორმატით მიმდინარეობს. „მონაკომ“ „ბარსელონა 2:1 დაამარცხა“; გერმანიის ჩემპიონმა „ლევერკუზენმა“ „ფეიენორდს“ გასვლაზე 4:0 მოუგო; სხვა მატჩები კი ასე დასრულდა: „ატალანტა“ – „არსენალი 0:0“; „ატლეტიკო“ – „ლაიფციგი 2:1“; „ცრვენა ზვეზდა“ – „ბენფიკა 1:2“.
ჩემპიონთა ლიგაზე შედგა ოთარ კიტეიშვილის დებიუტიც, თუმცა მისი „შტურმი“ ფრანგულ „ბრესტთან“ გასვლაზე 1:2 დამარცხდა.
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ტური პირველ ოქტომბერს განახლდება.