ზუგდიდში „ენმ“-ის წევრებს დაუპირისპირდნენ

19 სექტემბერი 2024, 21:04 268 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზუგდიდში ბარამიას დევნილთა ჩასახლებაში მოსახლეობამ არ შეუშვა. ადგილობრივები „ენმ“-ს ერთ-ერთ ლიდერს ანა წითლიძეს და პარტიის სხვა წევრებს ურჩევდნენ დასახლებიდან გასულიყვნენ. მოქალაქეებმა მათ „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის ჩადენილი დანაშაულები გაახსენეს.

„ენმ“-ის წევრებმა კი ადგილობრივების მისამართით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დაიწყეს, რასაც ურთიერთდაპირისპირება მოჰყვა.

თავდაპირველად მცირეწლოვან შვილთან ერთად მყოფ დევნილ თეონა ქარდავას სიტყვიერი შეურაცხყოფა ანა წითლიძემ მიაყენა, რამაც ადგილზე სიტუაცია დაძაბა. ინფორმაციას ტელეკომპანია იმედი ავბრცელებს.

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში