სოფელ წაბლანაში ახალი საბავშვო ბაღი შენდება

19 სექტემბერი 2024, 18:04 196 ნახვა

სოფელ წაბლანაში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო. თანამედროვე სტანტარტების სკოლამდელი დაწესებულება პროექტის მიხედვით მომავალი წლის შემოდგომაზე უნდა დასრულდეს. 

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტიდან ფინანსდება.

პროექტისთვის მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული, აღნიშნულ თანხაში გაწერილია  საბავშვო ბაღის ინვენტარით აღჭურვაც. დასაქმდება ათამდე ადგილობრივი.

ლენა მამულაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი