იტალიაში წყალდიდობის გამო სკოლები დაიხურა და სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა

19 სექტემბერი 2024, 13:29 212 ნახვა

იტალიის ემილია რომანიას რეგიონში ძლიერი წყალდიდობის გამო ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია მოხდა.  ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა  მოიცვა რეგიონი, რის გამოც ხელისუფლება იძულებული გახდა დაეხურა სკოლები და შეეჩერებინა სარკინიგზო მიმოსვლა.   

სახანძრო სამსახურის მონაცემებით, ემილია რომანიას რეგიონში  500-ზე მეტი სამაშველო ოპერაცია ჩატარდა, მათ შორის ვერტმფრენების გამოყენებით დატბორილი სახლებიდან ხალხის გამოსაყვანად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში