გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო

19 სექტემბერი 2024, 10:28 181 ნახვა

„გიორგი ცაბაძე თეატრსა და კინოში“  - თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზში გამართული  კონცერტი გოგი ცაბაძის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა.  

კომპოზიციები ცნობილი მიუზიკლებიდან ,კინოსა და სპექტაკლებიდან საქართველოს ქალთა კამერულმა ორკესტრმა დავით მაზანაშვილის ბენდის თანხლებით ააჟღერა. 

სტუმრებმა ასევე მოისმინეს უცნობი ამბები კომპოზიტორის ცხოვრებიდან. საღამო კომპოზიტორის საიუბილეო წელთან დაკავშირებით  შექმნილი  ფესტივალის ნაწილია, როლის ფარგლებში  კონცერტები  ბათუმში, ქუთაისსა და  თელავშიც გაიმართა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

ამინდი