სამზადისი ზამთრის ოლიმპიადისთვის

17 სექტემბერი 2024, 14:05 201 ნახვა

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა ბაკურიანში ბიატლონისა და თხილამურებით რბოლის მოედანს და ტრასას, ხოლო თბილისში ყინულის სასახლეს აშენებს.

ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებისთვის  გათვლილი თბილისის ყინულის სასახლე 700-მდე მაყურებელს დაიტევს.

უწყების ინფორმაციით, სასახლის შენობაში მოეწყობა ყინულის მოედანი, ქორეოგრაფიული, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები, ინვენტარის შესანახი, დასასვენებელი, სამედიცინო ოთახები. ასევე, გათვალისწინებულია კაფე - მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. 

ყინულის სასახლის უახლესი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ტექნოლოგიებით აღჭურვას  და მონტაჟს და ჩეხური კომპანია უზრუნველყოფს.

პროექტები სახელმწიფო ბიუჯეტიდან 50 მილიონ ლარზე მეტით ფინანსდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში