ამერიკული მედია რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებს აჯამებს

17 სექტემბერი 2024, 13:39 245 ნახვა

უკრაინელების და რუსების რაოდენობა, რომლებიც 2,5-წლიანი ომის დროს დაიღუპნენ ან დაიჭრნენ,  მილიონს აღწევს. ამის შესახებ ორგანიზაცია ჰუმან რაითს ვოჩი იუწყება. ინფორმაციას გამოცემა უოლ სთრით ჯორნალი ავრცელებს.

გამოცემის თანახმად, დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია, მხოლოდ მარიუპოლში, რომელიც რუსულმა ძალებმა 2022 წელს აიღეს, 8 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

რაც შეეხება სამხედროებს, უკრაინელთა მხრიდან დაიღუპა 80 ათასი სამხედრო და 400 ათასი დაიჭრა, ხოლო რუსული ძალების მხრიდან დაიღუპა 200 ათასი და 400 ათასი დაიჭრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი