არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე - პრემიერი

15 სექტემბერი 2024, 12:02 220 ნახვა

არჩევნები წარიმართება უპრეცედენტო გარე ჩარევის ფონზე, მაგრამ საზოგადოება ხედავს ყველაფერს, აქედან გამომდინარე, ვერცერთ მცდელობას ვერ ექნება წარმატება მართალია, ცალკეული სენატორების განცხადებები ზიანს აყენებს სენატის რეპუტაციას, მაგრამ სენატი მაინც დარჩება ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ერთ-ერთ უმთავრეს სახელმწიფო ინსტიტუტად და ჩვენ ვაპირებთ თანამშრომლობის გაგრძელებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გორში ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც ერთ-ერთი სენატორი გამოდის და ვიგინდარას უწოდებს საქართველოში მმართველ პარტიას, შეურაცხყოფას აყენებს, პირველ რიგში, აშშ-ის სენატს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი