მამუკა თურმანიძე, ქედის სოფლების: ზვარის, ზესოფლის, კვაშტის, ვაიოსა და სირაბიძეების მოსახლეობას შეხვდა

14 სექტემბერი 2024, 16:48 256 ნახვა

„ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" ქედის დელეგატი აჭარის უმაღლეს საბჭოში მამუკა თურმანიძე, ქედის სოფლების: ზვარის, ზესოფლის, კვაშტის, ვაიოსა და სირაბიძეების მოსახლეობას შეხვდა.

ინფორმაციას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” ავრცელებს.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე დელეგატმა მოსახლეობასთან ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე, და ამომრჩეველთან ერთად დაისახა სამომავლო გეგმები.

„ვგრძნობ ჩემი ხალხის მხარდაჭერას და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველთვის მათ სამსახურში ვიქნები. მჯერა 26 ოქტომბერს გააკეთებენ სწორ არჩევანს,“- განაცხადა მამუკა თურმანიძემ.

შეხვედრას, ასევე, ესწრებოდნენ, ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე და საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი