იღებს თუ არა დირექტივებს ოპოზიცია საზღვარგარეთიდან

14 სექტემბერი 2024, 14:52 170 ნახვა

6 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით, ბერლინში პანელური დისკუსია გაიმართა. მასში, ეკა ტყეშელაშვილი მონაწილეობდა., რომელიც საქართველოში წინა ხელისუფლების დროს, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის, საგარეო საქმეთა, იუსტიციის და რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობებს იკავებდა. ამჟამად კი უკრაინაში USAID-ის ანტიკორუფციული პროგრამის ხელმძღვანელია. პანელურ დისკუსიაში, ტყეშელაშვილთან ერთად, "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილიც მონაწილეობდა. ბერლინში გამართულ დისკუსიას შეფასებები მოყვა თბილისში. „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ოპონენტები დირექტივებს საზღვარგარეთიდან იღებენ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი