ქართველი ერი მილევად რეჟიმშია - ნიკა გვარამია

13 სექტემბერი 2024, 17:58 185 ნახვა

ქართველი ერი მილევად რეჟიმშია აცხადებს კოალიცია ცვლილებებისთვის ლიდერი ნიკა გვარამია. მან დღეს ბათუმის ოფისში ბრიფინგი გამართა, სადაც საქართველოს ეროვნული სტატისტიკის დეპარტამენტის ბოლო მონაცემებს გამოეხმაურა.

გვარამიას შეფასებით, ქვეყანაში დემოგრაფიული პრობლემა დგას და ასევე იზრდება მიგრაციის მაჩვენებელი. კოალიცია ცვლილებების ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით 26 ოქტომბრის არჩევნები არის გადამწყვეტი და მოქალაქეებმა არჩევანი უნდა გააკეთონ ოჯახების გაერთიანებას, შობადობასა და სიკვდილიანობის დამარცხებას შორის.

ნიკა გვარამია დღევანდელ ბრიფინგზე შეეხო ასევე ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე არსებულ საცობებს, რაც მისი თქმით, დისკომფორტს უქმნის მოქალაქეებს.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში