ცესკო-ს თავმჯდომარის ბრიფინგი

12 სექტემბერი 2024, 12:01 170 ნახვა

ბრიფინგი ცესკოში. არჩევნების მოახლოებასთან ერთად საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებზე სავარაუდო ზეწოლის და მათი პერსონალური მონაცემების კანონის საწინააღმდეგოდ დამუშავებისა და გამოყენების მცდელობა გრძელდება და ინტენსიურ ხასიათს იძენს - ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, საუბარია ერთერთ ოპოზიციურ ტელეკომპანიაზე, რომლის მხრიდანაც ადგილი ჰქონდა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა შესახებ პერსონალური ინფორმაციის, სავარაუდოდ, უკანონოდ დამუშავების მცდელობას.

კალანდარიშვილის თქმით, ამ ყველაფრის მიზანია განხორციელდეს საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლების მმართველ პარტიასთან დაკავშირების მცდელობა, მიკერძოებულად მათი საქმიანობის წარმოჩენა და ამით დაზიანდეს საარჩევნო ადმინისტრაციის რეპუტაცია, რაც თავის მხრივ ხელს შეუშლის არჩევნების მოდერნიზების მნიშვნელოვან პროცესს და დააზიანებს საარჩევნო გარემოს.

საპასუხოდ ტვ პირველის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ "ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზეწოლას ახდენს "შაბათის ეთერის" გუნდზე და მუქარით აიძულებს შეწყვიტოს ცესკოს საქმიანობის შესახებ მასალის მომზადება".

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში