საარჩევნო უბნებზე იმიტირებული კენჭისყრა ტარდება

11 სექტემბერი 2024, 11:46 395 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩევლის ინფორმირების მიზნით აქტიურ კამპანიას აწარმოებს. კამპანიის ფარგლებში დღეს ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა ტარდება. მათ შორისაა აჭარის რეგიონიც.

საარჩევნო პროცესი დილის 11:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება. მოქალაქეებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ არჩევნებში და თანამედროვე ტექნოლოგიებს გაეცნონ. ასევე აქვთ შესაძლებლობა პირადად გაეცნონ ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. 

შეგახსნებთ, რომ წელს პირველად საქართველოს საარჩევნო ისტორიაში არჩევნები ელექტრონული სისტემით ჩატარდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში